უკრაინა და რუსეთი ამ თვეში დოჰაში დელეგაციების გაგზავნას აპირებდნენ, რომლებიც ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების მიტანის აკრძალვას განიხილავდნენ, იუწყება The Washington Post-ი.
ამერიკული გაზეთის მტკიცებით, ასეთი ტიპის შეთანხმება ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას ნიშნავდა. თუმცა, პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელშიც კატარელები შუამავლებად გვევლინებოდნენ და ცალ-ცალკე უკრაინულ და რუსულ მხარეს ხვდებოდნენ, უკრაინის კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრით ჩაიშალა.
რუსეთი ერთ წელზე მეტია რაც უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებზე ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშებს ახორციელებს და ამით ქვეყნის ენერგოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
ამავდროულად უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ნავთობის ობიექტებზე მიიტანა იერიშები, რამაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, საწყობებისა და რეზერვუარების განადგურება გამოიწვია. ამან, თავის მხრივ, ნავთობის გადამუშავების შემცირება და მსოფლიოში დაახლოებით 15%-ით გაზის ფასის ზრდა გამოიწვია.
მოლაპარაკეებში მონაწილე ადამიანების თქმით, იყო იმედი, რომ ეს ყველაფერი ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდებოდა.