ყოფილმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით მიღებული საკუთარი გადაწყვეტილება დაიცვა.
„ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მერკელის სპიკერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, ყოფილმა კანცლერმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად.
„ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში შესამჩნევი სისასტიკის გათვალისწინებით, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობას, რომ გვერდში დაუდგნენ უკრაინას და ბოლო მოუღონ ბარბაროსობასა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს“, – აღნიშნა სპიკერმა.