ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელმძღვანელ თანამდებობებზე ლოიალური ადამიანების დანიშვნით თავის გავლენებს აძლიერებს. ამის შესახებ უკრაინული მხარე იტყობინება.
„რამზან კადიროვი აძლიერებს თავის გავლენებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ლუგანსკში დაინიშნა კადიროვის ერთგული პროკურორი, დაღესტნელი გლებ მიხაილოვი, რომელმაც, ასევე, თავისი ნდობით აღჭურვილი პროკურორები მოიყვანა.
რეპრესიების გარდა, რეგიონში კადიროვის ამოცანა იქნება კადიროველების დანაშაულის ლეგალიზება. დონბასში კადიროვის „ბოევიკების“ დიდი რაოდენობაა, რომლებსაც შეუზღუდავი ძალა აქვთ. დონეცკში თითქმის მუდმივად იმყოფებიან ჩეჩნური დელეგაციები, რომლებიც აკონტროლებენ რეგიონის გაულაიტერების მიერ კადიროვის წინაშე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.