ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
14°C clear sky

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი უკრაინის მხარდაჭერას საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირის წევრებს ევროკომისიისგან (რომელიც 18-მილიარდიან ფინანსურ დახმარებას გულისხმობს) განსხვავებული მიდგომა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა თავად უნდა შეაფასონ, რა თანხის გამოყოფა სურთ უკრაინისთვის და დახმარება მას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუგზავნონ.

როგორც ორბანმა განაცხადა, უნგრეთი უკრაინისთვის ბიუჯეტიდან 150-დან 170 მილიონამდე ევროს გამოყოფისთვისაა მზად.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინას მხარს დაუჭერს, მაგრამ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები