ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
14°C clear sky

კიმ ჩენ ინმა ბალისტიკური რაკეტა ქალიშვილთან ერთად გამოცადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავისი ქალიშვილი მსოფლიოს პირველად გააცნო.

დიქტატორმა ქალიშვილი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე დასასწრებად წაიყვანა.

კიმ ჩენ ინის ქალიშვილის არსებობა აქამდე საჯაროდ არასოდეს დადასტურებულა. ექსპერტების თქმით, მას სამი შვილი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი.

2013 წელს პენსიაზე გასულმა ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავმა დენის როდმანმა განაცხადა, რომ კიმს ჰყავდა პატარა ქალიშვილი, სახელად ჯუ აე. იმ წელს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის შემდეგ, როდმანმა The Guardian-ს განუცხადა, რომ მან დრო კიმთან და მის ოჯახთან ერთად გაატარა და ბავშვი ხელშიც აიყვანა.

ჯუ აე დაახლოებით 12-13 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4-5 წელიწადში იგი უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კიმ ჩენ ინის მიერ ქალიშვილის საჯაროდ გამოჩენა მიანიშნებს იმაზე, რომ იგი მიიღებს განათლებას იმისთვის, რომ კიმი თავის მომავალ მემკვიდრეს ამზადებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები