ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
14°C clear sky

დასავლეთის მცდელობები, დაარწმუნოს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე, უკრაინის დათმობის მოთხოვნას უტოლდება – მიხაილო პოდოლიაკი

დასავლეთის მცდელობები, დაარწმუნოს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე, უკრაინის სამხედრო გამარჯვებების სერიის შემდეგ, უაზროა. ეს უკრაინის დათმობის მოთხოვნას უტოლდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„თუ თქვენ გაქვთ ინიციატივა ბრძოლის ველზე, ცოტა უცნაურია ისეთი შემოთავაზებების მიღება, როგორიცაა: „სამხედრო გზით მაინც ვერ გააკეთებ, უნდა მოელაპარაკო“. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი ტერიტორიების დაბრუნებით ქვეყანა დამარცხებულს უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მან ასევე თქვა, რომ მოსკოვს არ შეუთავაზებია „არანაირი პირდაპირი წინადადება“ კიევისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის ნაცვლად, ამჯობინა მათი გადაცემა შუამავლების მეშვეობით.

„რუსეთს არ სურს მოლაპარაკება. რუსეთი აწარმოებს საკომუნიკაციო კამპანიას სახელწოდებით „მოლაპარაკებები“. ის უბრალოდ ცოტა ხნით გაჩერდება და მოამზადებს მობილიზებულ ძალებს, მოიძიებს დამატებით იარაღს და გააძლიერებს პოზიციებს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები