ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ მას აქვს შეწყალების უფლება, თუმცა ძალიან მარტივი მიზეზის გამო ამ უფლებამოსილებას არ იყენებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს.

„მაქვს შეწყალების უფლება, მაგრამ არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჯანმრთელობის ინფორმაციას.

ახლა მზადდება ახალი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ანგარიში, ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე 6 თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები