რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოში შექმნილ სურსათის კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულა.
მისი თქმით, სურსათის დეფიციტი მთელ რიგ ქვეყნებში „დასავლეთის ავანტიურული პოლიტიკის გამო წარმოიშვა“.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს საჭიროებებს და ვართ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს შორის, ვეხმარებით ქვეყნებს, რომლებსაც სურსათის დეფიციტი ემუქრებათ, რომელიც ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ავანტიურული, არაპროფესიონალური პოლიტიკის გამოა გამოწვეული“, – განაცხადა პუტინმა.