კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა ყველაზე უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევში დაბალი ტემპერატურის ფონზე კვლავ მოსალოდნელია ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა.
მერმა აღნიშნა, რომ კიევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ზამთრის მოლოდინშია.
„თუ ყველაფერი ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით წარიმართება, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქალაქის ნაწილის ევაკუაცია, თუმცა ხელისუფლებას არ სურს, რომ აქამდე მივიდეს“, – თქვა კლიჩკომ და დასძინა, რომ სწორედ კრემლის ლიდერის სურვილია კიევიდან ხალხი გაიქცეს.
„ამისთვის კი იერიში მიაქვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – აცხადებს კლიჩკო.