ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-26 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, სომხურ მხარეს დანაკარგი არ განუცდია და ამ დროისთვის ვითარება შედარებით სტაბილურია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია სრულიად მცდარია და არ ასახავს რეალობას“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები