საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორი გაუგზავნა. ინფორმაციას უკრაინული მედია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტრო განცხადებით, საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, ერთ გენერატორს კი, ათობით ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.
საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გენერატორები უკვე გზაშია და უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში გადაეცემა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კამპანია „იმედის გენერატორების“ დაწყების შესახებ განაცხადა, რაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელების გენერატორებით მომარაგებას გულისხმობს.