ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 23:47 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

იენს სტოლტენბერგი – ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების – ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც

ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. ნატო-ს კარი ღია რჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ 2008 წელს, ნატო-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროცესი.

„ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ნატო-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები ნატო თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო ნატო-ს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ასე რომ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ამჟამად ალიანსი ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს და გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის