ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 28, 2024 03:54 საათი

თბილისი

Nov 28 - Thu
Tbilisi, GE
4°C clear sky

ფინეთის პრემიერი – ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად შეეწინააღმდეგოს

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად შეეწინააღმდეგოს და მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.

„თქვენთან გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი მიაწოდა, დიდი და ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწია უკრაინას. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობდა.

„დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის, ენერგორესურსების რუსეთისგან შესაძენად და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოების მიზნით და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ხელს შეუშლიდა ომს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ეს მოსაზრება სრულიად არასწორი აღმოჩნდა.

სანა მარინის განმარტებით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა მოუსმინონ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომლებიც დასავლეთს აფრთხილებდნენ, რომ რუსეთს „არ აინტერესებს ეკონომიკური კავშირები, არ აინტერესებთ სანქციები, როცა საქმე ეხება უკრაინაში შეჭრას“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები