ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა.
სამიზნე ობიექტებს შორის იყო რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა და გვირაბები.
ჰამასის იზ ად-დინ ალ-კასამ ბრიგადების შეიარაღებულმა ფრთამ ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელის თვითმფრინავებს საზენიტო ცეცხლი და „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები დაუმიზნეს.
დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.