ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

მაკრონის განცხადება რუსეთის ფედერაციის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ პოლონეთში მწვავედ გააკრიტიკეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფარგლებში რუსეთის ფედერაციისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ, მარტინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს უსაფრთხოებისთვის, საიდანაც გარანტიებია საჭირო და არა პირიქით.

„რუსეთი არის აგრესორი, წესრიგის დამრღვევი, მშვიდობის დამრღვევი, რომელიც იყენებს ძველ საბჭოთა მეთოდებს. ეს არის რუსეთი, რომელიც თავს ესხმის სხვა სახელმწიფოებს, ეს არის რუსეთი, რომელიც არის რევიზიონისტული სახელმწიფო, ეს არის რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის დღეს უსაფრთხოებას. თუ ვინმეს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ეს არის უკრაინა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთი გაკვირვებული იყო მაკრონის სიტყვებით „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“.

„უპირველეს ყოვლისა, ამ ეტაპზე, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალებს არ აგზავნის და ამ მოლაპარაკებებს წინ უნდა უძღოდეს რუსული ჯარების გაყვანა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები