ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 19:56 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მესამე პრეზიდენტის პროცესი მოსამართლემ გიორგი არევაძემ 14 დეკემბერს ჩანიშნა.

კლინიკა „ვივამედმა“ მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

ადვოკატებმა მიხეილ  სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს.

პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს.

საქალაქო სასამართლოს ეზოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის მოთხოვნით აქცია იმართება, რომელსაც ენმ-ის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების წევრები მართავენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები