ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 22:51 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
12°C few clouds

მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის მიმდინარეობისას ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას ცნობილი ამერიკელი საფეხბურთო ჟურნალისტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

48 წლის გრანტი უოლი არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დამატებითი დროის მიმდინარეობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

ვარაუდობენ, რომ ამერიკელის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არაფერი არ დადასტურებულა.

გასულ თვეში უოლი კატარის ხელისუფლებამ სტადიონზე მაისურის ტარების გამო დააკავეს, რომელზედაც ლგბტ დროშის ფერები იყო გამოსახული, თუმცა იგი მალევე გაათავისუფლეს.

გრანტი ცნობილი იყო ფეხბურთისადმი თავისი უზარმაზარი სიყვარულით და კატარში მერვე მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად იმყოფებოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის