რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებას ეხმაურება.
„ფსევდო-უკრაინული ცოფიანები შერეული რუსული გვარებით, აცხადებენ, რომ მათი მტერი მდებარეობს რუსეთის საზღვრებში, დასავლეთიდან ვლადივოსტოკამდე. ცოფი არ იკურნება“, – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის „მტერი“ დონბასის ანექსირებული ტერიტორიიდან ვლადივოსტოკამდე მდებარეობს.
„ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, არავის არ ვკითხავთ ჩვენს ინტერესებს – სად და როდის უნდა დავარტყათ მტერი. იმიტომ, რომ მტერი ჩვენთანაა, დაწყებული ჩვენი ტერიტორიის საზღვრებიდან, დამთავრებული ვლადივოსტოკამდე“, – აღნიშნა დანილოვმა.