კოსოვო უახლოეს დღეებში ემზადება, ოფიციალურად განაცხადოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ კოსოვოს ვიცე-პრემიერმა, ბესნიკ ბისლიმმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კოსოვოს ხელისუფლება განმარტავს, რომ ამ გზით მათ სურთ სიგნალი მიაწოდონ ევროპის დედაქალაქებს რეფორმების სერიოზული განზრახვების შესახებ.
„ჩვენ მზად ვართ, კოსოვო ახალ ტრაექტორიაზე მივიყვანოთ“, – განაცხადა ბისლიმმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირი „არ იქნება დასრულებული პროექტი დასავლეთ ბალკანეთის გარეშე“. კოსოვო იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა, კვიპროსმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ესპანეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, არ აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ბისლიმის თქმით, ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ, გადაიფიქრონ, რადგან ევროინტეგრაცია ხანგრძლივი პროცესია. ის ასევე იმედოვნებს, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი იქნება სერბეთთან ურთიერთობების სტაბილიზაცია.