სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი ნატოს სამშვიდობოებს სთხოვს, რომ კოსოვოში სერბი სამხედროები და პოლიცია განათავსონ.
ვუჩიჩის ეს განცხადება მოჰყვა ინციდენტების სერიას კოსოვოს ხელისუფლებასა და ადგილობრივ სერბებს შორის, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ კოსოვოს ჩრდილოეთ რაიონებში.
ვუჩიჩი აპირებს, მიმართოს ნატოს მისიას, რათა მათ უფლება მისცენ ბელგრადს, კოსოვოში სერბული პოლიცია და შეიარაღებული ძალები განალაგოს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგრადმა მოითხოვა ჯარების განლაგება კოსოვოში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დებულებების შესაბამისად, რომელმაც 1998-1999 წლებში კოსოვო-სერბეთის ომი დაასრულა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სერბეთს შეუძლია 1 000-მდე სამხედრო, პოლიციელი და საბაჟო თანამშრომელი განათავსოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიურ ადგილებში, სერბთა უმრავლესობით და სასაზღვრო პუნქტებში, თუმცა ამგვარი განლაგება ნატოს დაქვემდებარებში მყოფმა საერთაშორისო ძალების მეთაურმა უნდა დაადასტუროს.
შეთანხმების დროს, კოსოვო საერთაშორისოდ აღიარებული იყო სერბეთის ნაწილად. დასავლეთის მხარდაჭერით კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს, რაც სერბეთმა არ აღიარა.