ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 09:20 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

მარია ზახაროვა – ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი პრობლემებს თავად ევროკავშირში გაამწვავებს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს თავად ევროკავშირში გაამწვავებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ახალ პაკეტს ექნება იგივე ეფექტი, რაც ყველა წინას – სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება თავად ევროკავშირში“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, ევროკავშირის ლიდერები „ვერ ახერხებენ გამოვიდნენ შეზღუდვების მანკიერი წრიდან და აღიარონ რუსეთზე ზეწოლის უშედეგობა”.

ზახაროვამ მოუწოდა ბრიუსელს, გააუქმოს ყველა შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის