უკრაინა ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მსოფლიოს ჰუმანიტარული მისიებით, მაგრამ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა თავად რუსების ინტერესებში უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით ინტერესი რუსმა ხალმა უნდა გამოხატოს.
„მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მათ პუტინის რეჟიმის დაცემა სურთ. თუ გსურთ ჩვენი დახმარება, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ მსოფლიოს ჰუმანიტარული მისიებით. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოხატული მათი ხალხის, მათი საზოგადოების ინტერესი ხელისუფლების შეცვლა-არშეცვლასთან დაკავშირებით. რუსეთის ხელისუფლება ართმევთ მათ თავისუფლებას, ისტორიას, ისინი იზოლირებულნი არიან მსოფლიოსგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.