უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა.
პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე საუბრისას პუტინი გულისხმობდა არა მოლაპარაკებებს, არამედ რუსეთის ფედერაციის მიზნების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„არანაირი წინასწარი კონტაქტები ამასთან დაკავშირებით არ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებაზე იმ მიზნების მიღწევის გზით, რაც რუსეთს აქვს დასახული“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.