ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი განალაგეს

ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ლეონიდ კასინსკიმ განაცხადა.

„ჩვენმა სამხედროებმა, ეკიპაჟებმა დაასრულეს წვრთნა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ საბრძოლო მომზადების ცენტრებში. ამ ტიპის იარაღები [ისკანდერი და С-400 სისტემები] საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ და ისინი მზად არიან, შეასრულონ ამოცანები დანიშნულებისამებრ“, – აცხადებს ლეონიდ კასინსკი.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი „ისკანდერის“ სისტემა განთავსდა ბელარუსში.

„ისკანდერი-მ“ არის მართვადი სარაკეტო სისტემა, მისი მოქმედების დიაპაზონი 500 კმ-მდეა და შეუძლია ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინების ტარება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები