რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მალე დაკარგავენ მსოფლიო ეკონომიკის მართვის უნარებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ დასავლეთის შესაძლებლობების შემცირებას, არ ექნებათ უნარი წარმართონ მსოფლიო ეკონომიკა ისე როგორც მათ სურთ. ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკება“, – აცხადებს ლავროვი.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთთან თითქმის ყველა ურთიერთობა გაწყვიტა.
რუსმა დიპლომატმა დასძინა, რომ ოფიციალურ მოსკოვს ისეთი პარტნიორები ჰყავს, ვისთანაც თანამშრომლობს ისეთ სფეროებში როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ასე შემდეგ.