ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსეთი საბოლოოდ ყველა საკითხზე შეთანხმდნენ

ბელარუსის  პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს იმისთვის, რომ ყველა საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მისი თქმით, რუსეთისა და ბელორუსის მთავრობები დეტალებს კიდევ უფრო დააზუსტებენ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის წვეულებაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის ისეთი საკითხები, ზოგიერთ სახელმწიფოს წლები რომ სჭირდება, მაგრამ ჩვენ გუშინვე დავასრულეთ“, – აცხადებს ლუკაშენკო.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ ორი ქვეყნის მინისტრები მთავრობები საკმაოდ კარგად მუშაობენ.

„ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასე მოხდა ჩვენი არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში. ჩვენ ორს შეგვიძლია ისევ შევხვდეთ და განვიხილოთ ის, რაც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს“, – დასძინა პუტინმა.

26-27 რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სანქტ-პეტერბურგში დსთ -ს სახელმწიფოს მეთაურების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბელარუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ამასთან, შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები