ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:30 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ფაშინიანი: ლაჩინის დერეფანს რუსი სამშვიდობოები 20 დღეა არ აკონტროლებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სანკტ-პეტერბურგში თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფანი უკვე 20 დღეა, რაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეების კონტროლს არ ექვემდებარება და საჭიროა პრობლემის მოგვარების გზების ძიება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იტყობინება.

„ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ლაჩინის დერეფნის კრიზისი. თქვენ იცით, რომ ის თითქმის 20 დღეა გადაკეტილია“, – აცხადებს ფაშინიანი.

ფაშინიანმა თქვა, რომ ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფერო მთიან ყარაბაღში.

„მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ახლა აღმოჩნდა, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ. რა თქმა უნდა, მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე“, – აცხადებს ფაშინიანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები