ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:30 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

„ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის“ – მარია ზახაროვა უკრაინის მიერ რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოთხოვნაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა უკრაინის მიერ რუსეთის გაეროდან გარიცხვისა და მუდმივი წევრობის გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა რეაგირებდეს მოსკოვი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაზე, ზახაროვამ უპასუხა:

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა:

„უკრაინა მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, განაახლონ გაეროს წესდების გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაეროდან“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები