ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო სრულად დისკრედიტირებული იქნება – ოლეგ ჟდანოვი

„პუტინი სარგებლობს ნებისმიერი დაპირისპირებით, ნებისმიერ ადგილას“, –  ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

ჟდანოვი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

მისივე განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

თუ დაიჯერებთ, იმ ვერსიის, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მის მოწამვლის სპეცოპერაცია, და ღმერთმა დაიფაროს, თუ ის [მიხეილ სააკაშვილი] ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულად დისკრედიტირებული იქნება.

და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი – რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება.  ვიცი, რომ აფხაზეთში [რუსები] აგრძელებენ სოფლების მიტაცებას. ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს არის საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტი“, – განაცხადა ჟდანოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები