უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში გამარჯვების ნახევარი გზა გაიარეს, მაგრამ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
„რუსეთი აგრძელებს მაქსიმალისტური მიზნების დასახვას უკრაინასთან ომში – სახელმწიფოებრიობის აღმოფხვრა, უკრაინელების, როგორც ერის განადგურება.
მაქსიმალური კონცენტრაციის დრო – გამარჯვებისკენ გზის ნახევარი გავიარეთ. მაგრამ წინ ურთულესი პერიოდი გველის – საბოლოოდ გავაგდოთ აგრესორი ჩვენი მიწიდან და დაისაჯოს მისი დანაშაულისთვის“, – წერს დანილოვი.