ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007 წელს, როცა მიშას დროინდელი ტრაგედიები მომხდარი იყო – პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

ორბელიანების სასახლესთან, სადაც აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო სააკაშვილი“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.
აქციას საჯარო მოხელეები მართავენ. ისინი ამ დრომდე იმყოფებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მოითხოვენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.

მათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და მათი მისამართით კითხვები დასვა.

„მე ძალიან მაინტერესებს აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ქუჩაში ვიდექი. სად იყვნენ?

მე გეტყვით სად იყვნენ. ისინი იყვნენ ან მიშას შტაბში ან იყვნენ კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“. ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსებს ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ.

ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის. ეს არ არის შეწყალება? სად ხართ ? როდის გააპროტესტეთ?“, – მიმართა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები