უკრაინისთვის ვერც ერთი სამშვიდობო გეგმა ვერ იარსებებს, თუ ის არ ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში ოთხი ახალი რეგიონის შესვლას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დავიწყოთ იმით, რომ ამჟამად არ არსებობს „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის. ისევ და ისევ, არ შეიძლება რაიმე სამშვიდობო გეგმის მიღება უკრაინისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს დღევანდელ რეალობას რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ოთხ ახალ რეგიონს მოიცავს“, – განაცხადა პესკოვმა.
საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე.