ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:15 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იდგნენ ის ადამიანები, ვინც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახადა უდიდესი თავგანწირული ბრძოლის ხარჯზე – ვატო შაქარიშვილი

„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იდგნენ სააკაშვილის მიერ შვილმოკლული მშობლები, დღესაც, მის გასამაგრებლად და მხარდასაჭერად მივიდნენ, ქვეყნის გარედან მიმდინარე ზეწოლის ფონზე, რომ მას ჰქონდეს საზოგადოების იმედი, არ დაექვემდებაროს ზეწოლას და არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა… ამ დროს გამობრძანდა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა! რას მომივარდითო?!“ – ამის შესახებ „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად შეუსაბამო ტონი და აქეთ საყვედურების თქმა დაიწყო…

„იგივე გაიმეორა პრესკონფერენციაზეც და მთავარ კითხვას პასუხი არ გასცა! როგორც ჩანს მან საკუთარ თავში უკვე გადახედა პასუხს – “არა და არასოდეს!” „დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იდგნენ სააკაშვილის მიერ შვილმოკლული მშობლები, მისგან დაზარალებულები, ადამიანები ვისაც ოჯახი გაუნადგურა, ვისაც თავისუფლება შეუზღუდა, ვისაც ქონება წაართვა, ვისაც ჯანმრთელობა დაუზიანა, ის ადამიანები იდგნენ, ვინც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახადა უდიდესი თავგანწირული ბრძოლის ხარჯზე! დღესაც, მის გასამაგრებლად და მხარდასაჭერად მივიდნენ, ქვეყნის გარედან მიმდინარე ზეწოლის ფონზე, რომ მას ჰქონდეს საზოგადოების იმედი, არ დაექვემდებაროს ზეწოლას და არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა… ამ დროს გამობრძანდა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა! რას მომივარდითო?! ჰქონდა აბსოლუტურად შეუსაბამო ტონი და აქეთ საყვედურების თქმა დაიწყო… იგივე გაიმეორა პრესკონფერენციაზეც და მთავარ კითხვას პასუხი არ გასცა! როგორც ჩანს მან საკუთარ თავში უკვე გადახედა პასუხს – „არა და არასოდეს!“ ამ პასუხს კი, არასოდეს გადახედავს ქართული საზოგადოება და ყველამ უნდა იცოდეს, ვინც რაიმე ფორმით სააკაშვილის თავისუფლებას ხელს აწერს, რომ ამით ხელს აწერს სამოქალაქო დაპირისპირებას! ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი მგონი დაზუსტებას არ საჭიროებს…“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლესთან, სადაც აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო სააკაშვილი“ მიმდინარეობდა, ხმაური იყო. აქციას საჯარო მოხელეები მართავდნენ და მოითხოვდნენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.

აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007 წელს, როცა მიშას დროინდელი ტრაგედიები მომხდარი იყო “, – მიმართა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები