ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

რა არის რუსული ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“, რომელიც პუტინმა ატლანტის ოკეანეში გაუშვა?

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გამოცადა, რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 8-ჯერ სწრაფად დაფრინავს და რუსი სპეციალისტების განცხადებით, მისი განადგურება რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

2023 წლის 4 იანვარს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი”  ოფიციალურად მიიღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. მან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „გრანიტი“ უნდა შეცვალოს. „ცირკონის“განთავსება მძიმე კრეისერებზე და წყალქვეშა ნავებზე იგეგმება.

რაკეტის ძირითადი განსხვავება სხვა რაკეტებთან შედარებით ფრენის მაღალი სიჩქარეა. ოფიციალურად ცნობილია, რომ მისი სიჩქარე ბგერის სიჩქარეს 8-ჯერ აღემატება, თუმცა ვლადიმერ პუტინის თქმით, რაკეტა ბგერაზე 9-ჯერ სწრაფია და ის 1000 კმ მანძილზე დაფრინავს.  „ცირკონი“ მსოფლიოში პირველი ჰიპერბგერითი რაკეტაა, რომლის გაშვება როგორც საბრძოლო ხომალდიდან, ასევე, წყალქვეშა ნავიდან მოხდა.

ფრენის ძირითად მანძილს რაკეტა 30-40 კმ-ის სიმაღლეზე ფარავს. იქ ჰაერის წინააღმდეგობა ნაკლებია და რაკეტა მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს, ასევე, ეს ფრენის მანძილსაც ზრდის. „ცირკონის“ ძირითადი სამიზნეა მოწინააღმდეგის სხვადასხვა კლასის  საბრძოლო ხომალდები – ფრეგატებით დაწყებული და ავიამზიდებით დამთავრებული. ასევე, მისი გამოყენება სახმელეთო ობიექტების წინააღმდეგაც არის შესაძლებელი. რაკეტის სიჩქარე 10 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც მისი დროული აღმოჩენა და განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები