სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 106 ქვეყანა არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, 84 აღიარებს, 3 ქვეყანა კი – „არასრულად“ აღიარებს.
ვუჩიჩმა ასევე დაასახელა, თუ რომელმა 9 ქვეყანამ გააუქმა კოსოვოს დამოუკიდებლობა.
„ჩვენ გვყავს 9 ქვეყანა, რომლებმაც უარი თქვეს აღიარებაზე: სომალი, ბურკინა-ფასო, გაბონი, ესვატინი, ლიბია, გვინეა, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-ლუსია, მალდივები… ჩვენ ველოდებით მეათეს“, – თქვა მან.
მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არმიის გაძლიერებაა.