ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 5, 2025 16:42 საათი

თბილისი

Jul 5 - Sat
Tbilisi, GE
24°C broken clouds

ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინისთვის Bradley-ს საბრძოლო ჯავშანმანქანების გადაცემას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინისთვის Bradley-ს საბრძოლო მანქანების გაგზავნის საკითხს განიხილავს, რათა ქვეყანას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა აღნიშნული საკითხი, ბაიდენმა უპასუხა, „დიახ, განიხილება“.

Reuters-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, Bradley-ს რამდენი ჯავშანმანქანა გადაეცემა უკრაინას, თუმცა ცნობილია, რომ შეერთებული შტატები ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის არმია Bradley-ს ჯავშანმანქანებს ჯარისკაცების გადასაყვანად 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებს. აშშ-ის არმიას Bradley-ს ათასობით ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელსაც შეუძლია უკრაინელებს ბრძოლის ველზე დახმარება გაუწიოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის