ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 20:36 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
15°C clear sky

იენს სტოლტენბერგი – რუსეთის დაუფასებლობა სახიფათოა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სახიფათოა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არდაფასება –  მის სიტყვებს Reuters ციტირებს.

“ჩვენ არ გვაქვს რაიმე მინიშნება იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი გეგმები და მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით. ამიტომაც სახიფათოა რუსეთის დაუფასებლობა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტის დროს.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, მან ხაზი გაუსვა ალიანსის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების აუცილებლობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 18-19 იანვარს ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ორდღიანი შეხვედრის თემებს შორისაა კონფლიქტი და ნატოს მხარდაჭერა უკრაინისადმი,, სამხედრო მარაგი, სამხედრო შესაძლებლობები და ნატოს შესაძლებლობები დაიცვას ალიანსი ყველა გამოწვევისგან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის