ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 20:31 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
15°C clear sky

უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს, მაგრამ ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა – მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიერ კიევისთვის საშობაოდ შეთავაზებული ზავით, კიევმა ქრისტიანული წყალობაზე უარი თქვა.

მედვედევის თქმით, კიევის მიერ შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტით, მოსკოვისთვის მხოლოდ ნაკლები პრობლემები აქვს.

„დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს და მათმა ლიდერებმა ეს არ მიიღეს.. ვფიქრობ, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც მათი უარი გაიგეს. ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა“, – აცხადებს მედვედევი.

მანვე დასძინა, რომ დასავლეთის მიერ კიევის სწავლება სწორედ ამაზეა დაფუძნებული და ის გაგრძელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის