„საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია, გთხოვთ თავი შეიკავეთ წირვაზე დასწრებისგან – გაიდაი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საშობაო წირვებზე დასწრებისგან.
მისი თქმით, რუსული „საშობაო ზავი“ რუსების მორიგი ხაფანგია.
„მინდა მივმართო ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ ეკლესიებში მართლმადიდებლურ საშობაო წირვაზე დასწრებისგან.
რუსებს შეუძლიათ ტერაქტების დაგეგმვა! ზოგადად, ამ დღეებში თავი შეიკავეთ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან!
თავს გაუფრთხილდით! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!“ – აღნიშნავს სერგეი გაიდაი.