ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

სოლედარი ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, მისი ინფრასტრუქტურიდან თითქმის არაფერი დარჩა – კირილენკო

„დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო სასტიკი ბრძოლები დაიწყო ბახმუტის მიმართულებით, ოკუპანტებმა შეუტიეს სოლედარს, მაგრამ ქალაქი უკრაინელი დამცველების წყალობით ინარჩუნებს თავს“, – ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ  განაცხადა.

მისი თქმით, სოლედარი ახლა ყველაზე ცხელი ადგილია.

„მოგეხსენებათ, ოკუპანტმა ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა ქალაქ სოლედარზე. პარასკევის შემდეგ, თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები ქალაქს იკავებენ. დაქირავებულები ცდილობენ ქალაქში შეღწევას. ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება“, – აღნიშნა კირილენკომ.

კირილენკოს თქმით, ყველა ის განცხადება, რასაც ოკუპანტები გასული კვირის ბოლოდან ავრცელებენ, რომ თითქოს ქალაქი უკვე მათი დროშის ქვეშაა, შევიდნენ და წინ მიიწევენ, რეალობას არ შეესაბამება.

„ყველაზე ცხელი წერტილი სოლედარია, რომლის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი. იქ მხოლოდ ის სიმაგრეები, მაღაროებია, რომლებშიც ოკუპანტი ცდილობს შეღწევას. მაგრამ სარდლობამ იცის ამის შესახებ. სარდლობა აქ არის, ადგილზე, უკვე მიღებულია ყველა საჭირო ზომა. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ძალები დაემატება“, – დასძინა  დონეცკის რეგიონალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები