ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი – უკრაინის მოვლენები არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი გახდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და აშშ-სა და ბრიტანეთს შორის.

„უკრაინის მოვლენები არ არის მოსკოვსა და კიევის შორის შეტაკება – ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის“, – აღნიშნა პატრუშევმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი გეგმავს, „განაგრძოს რუსეთის დაშლა და საბოლოოდ უბრალოდ წაშალოს ის მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან“.

„საპასუხოდ, რუსეთი მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეკავება,“- აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები