გასული წლის ბოლოს, თურქეთმა უკრაინისთვის ცივი ომის პერიოდის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდება ფარულად დაიწყო. ამის შესახებ Foreign Policy წერს.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის კიევის მიმართვის შემდეგ, 2022 წლის ბოლოს, თურქეთმა დაიწყო აშშ-ის მიერ შექმნილი კასეტური საარტილერიო ჭურვების გაგზავნა უკრაინაში“, – წერს გამოცემა აშშ-ისა და ევროპის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ამ ტიპის საბრძოლო მასალა შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური რუსული ტანკებისა და ქვეითების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე შეუძლია ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას. იარაღი შექმნილია ტანკების განადგურების მიზნით, მცირე ქვედანაყოფებში აფეთქებით, რომელიც შეიძლება ბრძოლის ველზე წლობით დარჩეს, თუ მაშინვე არ აფეთქდებიან.
„მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა [უკრაინისთვის] კასეტური საბრძოლო მასალის ხელმისაწვდომობაზე, თურქეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ ამის მოპოვება. ეს უბრალოდ გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი გარკვეულწილად ემორჩილება რუსეთს, ის სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის მართლაც მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გახდა“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენეს თუ არა ეს კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინულმა ძალებმა.