ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

სამხრეთ კორეას სურს, რომ ბირთვული სახელმწიფო გახდეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის განცხადებით, მის ქვეყანას სურს, რომ ბირთვული სახელმწიფო გახდეს.

მისი თქმით, სამხრეთ კორეას შეუძლია, რომ მომავალში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს ბირთვული იარაღი განათავსოს ან საკუთარი შექმნას იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ მოწყობილი პროვოკაციების გამო, რეგიონში ვითარება გაუარესდება.

„სამხრეთ კორეას შეუძლია, რომ სხვა სახელმწიფოს ბირთვული იარაღი განათავსოს ან იგი დამოუკიდებლად შექმნას. თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენი სამეცნიერო ტექნოლოგიებით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად, დიდი დროის დახარჯვის გარეშე, მივიღოთ ბირთვული იარაღი“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები