რუსეთის სამხედრო ინდუსტრიამ დაიწყო პატიმრების შრომის გამოყენება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.
როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, 2022 წლის ნოემბერში, ურალვაგონზავოდმა, ტანკების უმსხვილესმა მწარმოებელმა რუსეთში, სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურთან შეხვედრის შემდეგ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ის 250 პატიმარს აიყვანს სამუშაოდ.
რუსეთს აქვს პატიმართა შრომის გამოყენების დიდი ტრადიცია, მაგრამ 2017 წლიდან იძულებითი შრომა, როგორც ცალკე სისხლის სამართლის სასჯელი, ხელახლა შევიდა ძალაში.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, „პატიმრები წარმოადგენენ უნიკალურ ადამიანურ რესურსს“, რომელიც რუს ლიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად, მაშინ როდესაც მოხალისეების დეფიციტია.