კიევში დღეს დილით რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები დნეპროვსკის რაიონში მოხდა. მან მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, იერიში კვლავ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რუსული ძალები უკრაინის ქალაქებზე ახალი მასირებული სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადებიან.