ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 19:26 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
17°C few clouds

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გადადგომის შესახებ ალექსეი არესტოვიჩის განცხადება დააკმაყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი არესტოვიჩის თხოვნა არასაშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა განუცხადა.

კერძოდ, არესტოვიჩის გადაყენების ბრძანებას ხელს აწერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მარია ვიტუშოკი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ განაცხადა და თან დაურთო განცხადების ფოტო.

„მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მინდა მივიღო ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – განაცხადა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის