ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:29 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ბაიდენი საიდუმლო დოკუმენტების შესახებ დასმულ კითხვებს კვლავ თავს არიდებს – Abcnews

თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა თავის ოფისში აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების შესახებ დასმულ კითხვებს კვლავ თავი აარიდა. საქმეზე კი, დოკუმენტების აღმოჩენიდან 6 დღის შემდეგ სპეციალური პროკურორი დაინიშნა ამ საკითხის გამოსაძიებლად. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალება Abcnews-ი წერს.

 დელავერის სახლში დასვენების დღეების გატარების შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენს საჯარო აქტივობები დაგეგმილი არ ჰქონდა.

„პრეზიდენტს ჯერ არ გაუკეთებია ჯერ არცერთი საჯარო განცხადება  მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა საქმის გამოსაძიებლად და დოკუმენტების შესაძლო არასწორად გამოყენების გამოსაძიებლად რობერტ ჰური დანიშნა“, – წერს Abcnews-ი.

თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, მათ მიმდინარე გამოძიების პროცესში ჩარევა არ სურთ.

ამასთან, თეთრმა სახლმა ასევე უპასუხოდ დატოვა რამდენიმე ძირითადი კითხვა , მათ შორის ნაპოვნი დოკუმენტების ხასიათის და იმის შესახებ თუ რატომ არ აცნობეს საზოგადოებას.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების 10 ფაილი აღმოაჩინეს.

ბაიდენის განცხადებით, გაკვირვებული იყო, როცა შეიტყო, რომ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს მის ყოფილ ოფისში.

მისი თქმით, ის და მისი გუნდი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.

პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა რიჩარდ ზაუბერმა თქვა, რომ დოკუმენტები ბაიდენის ადვოკატებმა ჩაკეტილ კარადაში აღმოაჩინეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები