ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 11:54 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

თურქეთმა ნატოს გაფართოებაზე სამმხრივი შეხვედრა გააუქმა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამმხრივ ფორმატში შეხვედრის გამართვაზე ანკარა აზრს ვერ ხედავს.

ჩავუშოღლუს თქმით, ეს მიმდინარე დაძაბულობით არის გამოწვეული.

„დღევანდელ პირობებში სამმხრივ შეხვედრას აზრი არ აქვს. გადაიდო, რადგან არსებული მდგომარეობა მასზე იმოქმედებდა, ატმოსფერო არ იქნებოდა ჯანსაღი. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შვედეთს არ გადაუდგამს სერიოზული ნაბიჯები შეთანხმების შესასრულებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთში ყურანის დაწვა სიძულვილის დანაშაული და რასისტული ქმედება იყო.

„შვედეთის მთავრობა ამ დანაშაულის პარტნიორი გახდა“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები