ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 20:56 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
8°C clear sky

პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილები, როგორც წესი, პოლიტიკურ სანაგვეში მიდიან – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი მის მიერვე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხება, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის კომენტარს გამოეხმაურა. 

თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას მილიონობით ჩვენი თანამემამულე ელოდება. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, სხვას არავის.

გაიაშვილი ამბობს, რომ როგორც ავიაციის დარგის სპეციალისტმა, საზოგადოებას თავისი მოსაზრება გაუზიარა.

„ჩემს წერილს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხებოდა, გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ვინმე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა: „როცა ქვეყანას პატრონი ჰყავდა, ასეთი სუბიექტები ვერ თავხედობდნენ. გახსოვთ ხომ კორონას დროს ფულის კეთება რომ გადაწყვიტა და ცხვირში მოხვდა. ახლა, რეგიონში ომის დროს, საგარეო კურსის ცვლილებების პირობებში პარაზიტობს და ვინაა პატრონი, რომ მოარტყას?” – აცხადებს იგი.

ამგვარი გამოხდომებისთვის არც მაშინ მიპასუხებია, როცა იგი გახარიას პირიდან ისმოდა და არც ახლა ვუპასუხდები, როდესაც ნათია მეზვრიშვილი ლაპარაკობს, მაგრამ რაკი ის თემა, რომელსაც ჩემი წერილი ეხებოდა, ქართული საზოგადოებისთვის უაღრესად აქტუალურია, უპასუხოდ ვერ დავტოვებ.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას მილიონობით ჩვენი თანამემამულე ელოდება. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, სხვას არავის. მე, როგორც ავიაციის დარგის სპეციალისტმა, საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავუზიარე, რაც ჩემი უფლება კი არა, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ეს ვინმე ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ, როცა ქვეყანას პატრონი ჰყავდა, მე თურმე ვერ ვლაპარაკობდი. პატრონი თქვენ არ გყავთ თორემ ქვეყანას მაშინაც ჰყავდა და დღესაც ჰყავს. სწორედ ქვეყნის პატრონმა ამოგარტყათ ჭიტლაყი შენც და შენს უფროსსაც და, ჩემზე ამბობთ, ცხვირში მოხვდაო? ცხვირში მე რანაირად მომხვდა, როდესაც პოლიტიკურ სანაგვეზე თქვენ აღმოჩნდით?! ერთი  კარგად მიიხედ-მოიხედეთ, სად მოგხვდათ და რა დონეზე მოგხვდათ, რომ თავგზა აგებნათ.

ქვეყნის სახელით კი ლაპარაკობთ, მაგრამ ხალხზე თქვენ იმ დროს არ გიფიქრიათ, როდესაც შენს უფროსს უმაღლესი თანამდებობა ეკავა და ახლა იფიქრებთ?! ხელის მოთბობა ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა. კორონა-ვირუსით ხელი ვინც მოითბო, გაიკითხ-გამოიკითხეთ და ათი მოქალაქიდან, ათივე თუ არა, ცხრა მაინც უშეცდომოდ გეტყვით. ნუ დაიწყებთ იმ სიბინძურეში ქექვას, შენ და შენმა უფროსმა რომ დატოვეთ, თორემ ვინ ვინ და, თქვენ მაინც ხომ იცით საიდან, როგორ და რამდენით მოითბეთ ხელი საერთო სახალხო გაჭირვებაზე.

მე, 90-იანი წლების უბედურება იყო თუ აფხაზეთის ომი, 2008 წლის მოვლენები თუ კორონავირუსის ეპიდემია, თქვენგან განსხვავებით, სამშობლოს სამსახურში ვიდექი და ვდგავარ. ძალიან გთხოვთ, ქვეყნისთვის თქვენი გაკეთებული საქმე დამისახელეთ. რა დამსახურების გამო ეკავა შენს უფროსს სახელმწიფოს უმაღლესი პოსტი ან რა დამსახურების გამო გქვიათ დღეს პოლიტიკოსები?! მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, ადრე თუ გვიან, როგორც წესი, იქ აღმოჩნდებიან აუცილებლად, სადაც მათი ადგილია – პოლიტიკის სანაგვეში“, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები