უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს ყირიმის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და მის კომენტარს „მიუღებელს“ უწოდებს.
„მიუღებლად მიგვაჩნია ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადებით, 2014 წელს მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.
„ნათელია, რომ ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინის ნაწილი“, – აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.